ამ წუთებში მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში მიმდინარეობს ტრენინგი მედიატორებისთვის - “Procedural Law for mediation” , რომელიც მხარდაჭერილია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.
ღონისძიება გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა მონაწილეებს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის “თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელმა ეკატერინე ლორთქიფანიძემ.
ტრენინგს უძღვება „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ წევრი ლაშა კალანდაძე.
ტრენინგის მიმდინარეობისას განიხილავენ პრაქტიკაში არსებულ პრობლემურ საკითხებს, სასამართლო და არასასამართლო მედიაციას , სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი ხასიათის მედიაციას, ასევე სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხებს.
შეხვედრა მიმდინარეობს დისკუსიისა და კითხვა- პასუხის რეჟიმში.