ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” დირექტორმა, ქალბატონმა ხათუნა კასრაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

თანამშრომლობის ფორმატში, ინსტიტუციები ერთობლივად იმოქმედებენ, საქართველოში მედიაციის  დანერგვისა და განვითარების საქმეში.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით  ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელება.
უკან
სხვა სიახლეები

შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან გამართა მორიგი შეხვედრა - „Try Mediation”

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.

2024 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია.

გაცნობებთ, რომ 2024 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. პროგრამაზე რეგისტრაცია გაგრძელდება 2024 წლის 14 ივნისის ჩათვლით.