ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი “საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა" და ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას“ შორის

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა” და ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის საქართველოში დანერგვა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მათ შორის, ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;

მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
უკან
სხვა სიახლეები

საინფორმაციო ბიულეტენი

გაეცანით "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2023 წლის იანვარი - აპრილის აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციის, სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია მონაწილეობდნენ.

კონფერენცია - "შრომითი უფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“

სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - სოფიო დუღაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაზე - "შრომითი უფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, რომელიც გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრის და “შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის საქართველოში” ორგანიზებით.