ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა მდივანმა, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის სახელით ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს პლასტიკის მავნე ზეგავლენისგან გარემოს დაცვას და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების პლატფორმის შექმნას.
აღნიშნული ღონისძიება მხარდაჭერილი იყო შვედური ინსტიტუტისა და შვედეთის საელჩოს მიერ.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ დაფუძნების დღიდან მხარდამჭერია და მის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ასოციაცია მზად არის ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს მსგავს აქტივობებში, რათა თავისი წვილი შეიტანოს გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება / მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარის პრეზენტაცია

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის, "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" მხარდაჭერით მედიაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან გამართა მორიგი შეხვედრა - „Try Mediation”

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.