ENG

ვებინარი - "სასამართლო მედიაციის არსი და პროცესი"

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა ვებინარი - “მედიაცია - "სასამართლო მედიაციის არსი და პროცესი".


ვებინარს მოდერირებას უწევდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი, ხოლო მომხსენებლად მოწვეული იყო საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი ელენე ორჯონიკიძე.

ღონისძიებების დასასრულს გაიმართა დისკუსია.
უკან
სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ადვოკატი და მედიატორი ირაკლი ყანდაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მმართველი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს.

ირაკლი ყანდაშვილი ევროპელ კოლეგებს, მეორედ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის, მისი განცხადებით საერთაშორისო კავშირების განვითარება , ადვოკატთა პროფესიის გაძლიერებას, განვითარებას და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს .

სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარის პროფესორი ირაკლი ყანდაშვილის ავტორობით შექმნილი „მედიაციის“ სახელმძღვანელო აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის პროფესორის, სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილის ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელო „მედიაცია - დავის გადაწყვეტის ეფექტური საშუალება“, რომელიც 2022 წელს გამოიცა და ფართოდ გამოიყენება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, როგორც სასწავლო სახელმძღვანელო აზერბაიჯანის მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ინიციატივით და აზერბაიჯანის სახელმწიფო მხარდაჭერის სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერით ითარგმნა და გამოიცა აზერბაიჯანულ ენაზე.

მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარი

ისტორიული მნიშვნელობის სახელმძღვანელო მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის პირველი განმარტებით კომენტარი