მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ონლაინ ფორმატში გაიმართა ვებინარი თემაზე - „სასამართლო და კერძო მედიაციის საკანონმდებლო გარანტიები საქართველოში“.
დისკუსია გახსნეს: თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა - თამარ ზარანდიამ; თსუ- ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა ირაკლი ბურდულმა; " საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა;
ვებინარს უძღვებოდნენ: თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, NCADR-ის აღმასრულებელი დირექტორი - ნათია ჩიტაშვილი და NCADR-ის ექსპერტი, თსუ - ის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი - აკაკი გაწერილია.
დისკუსიის ფარგლებში მომხსენებლებმა განიხილეს მედიაცია დავის გადაწყვეტის სამართლებრივი პროცესი და მისი ინსტიტუციონალიზაცია დავის გადაწყვეტის სისტემაში; მედიაციის არსობრივ-პროცედურული უპირატესობები; მედიაციის შესახებ დათქმის ნამდვილობის წინაპირობები; სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფისა და აღსრულების, კონფიდენციალურობის საკანონმდებლო და სახელშეკრულებო გარანტიები.
ონლაინ დისკუსიის მასპინძელი გახლდათ საქართველოს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ონლაინ დისკუსია თემაზე - „სასამართლო და კერძო მედიაციის საკანონმდებლო გარანტიები საქართველოში“
ადგილი:
კონტაქტი: