მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის თაანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, საქართველოში დანერგვისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა. მათ შორის, მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. ასევე, მედიაციაში გადამზადების კურსების ერთობლივი დაორგანიზება.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო კვეტენაძემ.
მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის თაანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა
ადგილი:
კონტაქტი: