მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“-სა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებს შორის მედიაციის მექანიზმის პოპულარიზაციას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - ლევან ვეფხვაძემ.
მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან
ადგილი:
კონტაქტი: