ENG

მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში წლის შემაჯამებელი შეხვედრა სასამართლო მედიაციასთან დაკავშირებით

ადგილი:
კონტაქტი:
მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ სასამართლო მედიაციასთან დაკავშირებით წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწვეული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლეები. შეხვედრაზე, მოსამართლეებმა და მედიატორებმა ისაუბრეს მოსამართლის და მედიატორის მხრიდან დანახულ სასამართლო მედიაციის უპირატესობებზე.

ღონისძიებაზე მედიაციის საქმეთა რაოდენობისა და შედეგების წლიური შემაჯამებელი სტატისტიკა წარმოადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის კოორდინატორმა მედიატორმა ელენე ორჯონიკიძემ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა გუგა კორკოტაშვილმა და მცხეთის რაიონული სასამართლოს კოორდინაციაზე პასუხისმგებელმა პირმა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა - მედიატორმა ნათია ჩიტაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რეესტრში რეგისრირებული მედიატორები, მოსამართლეები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.