ENG

ონლაინ ტრენინგი მედიაციისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ

ადგილი:
კონტაქტი:
მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში “საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა” და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებისთვის ონლაინ ტრენინგი გაიმართა მედიაციისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

ღონისძიება „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელმა - სალომე ზურაბიშვილმა გახსნეს. ტრენინგის დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ბიზნესომბუდსმენმა ნინო კვეტენაძემ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ბიზნესომბუდსმენმა მედიატორებს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა მედიაციის მექანიზმის მნიშვნელობას ბიზნესსექტორში არსებული დავების გონივრულ ვადებში მოსაგვარებლად.

ტრენინგის ფარგლებში მედიატორებმა ელენე ორჯონიკიძემ და სოფო ჩაჩავამ ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნეს მედიაციის ფორმები, დავებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფაქტები და ის სერვისები, რომელსაც მედიატორთა ასოციაცია ბიზნესს სთავაზობს;