ეთიკის კომისიის წევრი
ამჟამად არის სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ საკომიტეტო საქმიანობის, კომუნიკაციისა და ანალიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი.
პროფესიით იურისტი ფლობს კიოლნის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მაგისტრის დიპლომს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომს.
2019 წელს თამთას გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (40 სთ.), მხარდაჭერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა (GBA) და თბილისის ღია უნივერსიტეტის (TOU) მიერ. 2019 წლიდან - დღემდე თამთა არის აკრედიტებული მედიატორი მცხეთის რაიონულ სასამართლოში.
მისი სამედიაციო პრაქტიკა მოიცავს: შრომის, სამეზობლო, საოჯახო და მემკვიდრეობით დავებს. (არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მედიატორი).2020 წლიდან -საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს - კოლექტიური შრომითი დავის მედიატორი
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2019 წლიდან დასაქმებულია სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ - 2020 წლის იანვრიდან - 2020 წლის სექტემბრამდე ასრულებდა ამავე ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას; 2019 წლის სექტემბრიდან - 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით - კომიტეტების კოორდინატორის მოვალეობას; 2018 - 2020 წწ - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“- შშმ პირთა და პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტთა პრობონო პროგრამა - ადვოკატი; 2018 - 2019 წწ - შპს “პე ეს კა კონსტრაქშენი” – მთავარი იურისტი; 2016 - 2019 წწ - ჰოლდინგი „სმარტ კაპიტალ გრუპში“ შემავალი კოპანიების: შპს “კაზ ფროფერთი მენეჯმენტი”- მთავარი იურისტი; შპს “სელექთი”- მთავარი იურისტი; 2014 - 2016 წწ - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო - პროექტების მართვის სააგენტო - შპს“ მექანიზატორი” - იურიდიული დეპარტამენტი, იურისტი-მთავარი სპეციალისტი. 2011-2012 წწ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება “(GIZ) – GmbH” - კერძო სექტორის განვითარების პროგრამა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში - სტაჟირების პროგრამა.
პროექტებში მუშაობის გამოცდილება: 06.2020-დღემდე ევროპის საბჭოსა (CoE) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი - მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა უფასო იურიდიული (Pro-Bono) დახმარება - პროექტის კოორდინატორი. 2020 წლის თებერვლიდან - 2020 წლის აგვისტომდე: USAID/PROLoG - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობასთან დაკავშირებით - პროექტის კოორდინატორი