ამჟამად იურიდიული კომპანიის „ჯორბენაძე გაწერელია ქაუნსელორს“ მართველი პარტნიორი და ადვოკატი; შპს „ენგურჰესის“ იურიდიული სამსახურის უფროსი; ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური ასისტენტი.
პროფესიით იურისტი, ფლობს საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის, სამოქალაქო სამართლის მაგისტრის დიპლომს; ასევე კიოლნის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს და არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. 2018 წლიდან აკაკის გავლილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ ჩატარებული 56 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგი. სტატუსით არის აკრედიტებული მედიატორი, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მისი სამედიაციო პრაქტიკა მოიცავს: საოჯახო, სამეზობლო, შრომით, კომერციულ და პირად, არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ დავებს.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2005 წლიდან იკავებდა შპს„ენგურჰესი“-ს იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციას.2012 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; აკადემიური ასისტენტი. 2012 – 2013 წლებში საერთაშორისო იურიდიული კომპანია ”Rödl & Partner” – უფროსი იურისტი (თბილისის ოფისი). 2013 წლიდან სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ - ხელშეკრულებების რეგისტრაციის განყოფილების უფროსი. 2017 წლიდან დღემდე კი წარმოადგენს ურიდიული კომპანია „ჯორბენაძე გაწერელია ქაუნსელორს", მმართველი პარტნიორის, ადვოკატის პოზიციაზე.