ENG

ტრენერი

ანა ხურციძე

2013 წლიდან ის არის საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი; აქვს საგანმანათლებო სფეროში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება. 2021 წლიდან ის არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირებული ტრენერი.

ანამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. ანა ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს ტურინის უნივერსიტეტისგან. 2016 წელს ანამ წარმატებით დაასრულა ბერლინის ჰერთის საჯარო მმართველობის სკოლის იურისტების რეგიონალური აკადემია გერმანიაში. გარდა ამისა, საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გავლილი აქვს აშშ-ში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.2020 წელს ანა აირჩიეს გაეროს Global Mediation Panel-ის წევრად.2021 წელს ანა აირჩიეს INADR – დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად ამერიკის შეერთებულ შტატებში.
2003 წლიდან ანა მუშაობს საგანმანათლებლო სფეროში - ამ პერიოდიდან ასწავლიდა და იკავებდა სამუშაო პოზიციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში. ის იყო და არის ჩართული კერძო სამართლის რეფორმებში და გააჩნია ტრენინგების ჩატარების 16-წლიანი გამოცდილება. მიღებული აქვს ტრენერის საერთაშორისო აკრედიტაციაც.

ანა არის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის - ADREE-ის თანადამფუძნებელი. ADREE-ის მოპოვებული აქვს აკრედიტაცია საქართველოს მედიატორთა ასოციაციისგან და ატარებს მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგებს. ის ასევე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს კოლექტიური შრომის დავების მედიატორი.

იგი ამზადებს სტუდენტურ გუნდებს საერთაშორისო შეჯიბრებისთვის, მონაწილეობს მათში გუნდის ქოუჩის, შემფასებლის ან არბიტრის სტატუსით. ამ კონკურსებ შორისაა: ვენის საერთაშორისო კომერციული მედიაციის კონკურსის (CDRC Vienna); საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კომერციული მედიაციის კონკურის (ICC International Commercial Mediation Competition); მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO EMC2) საერთაშორისო კონკურსი; ცენტრალური ევროპის სამართლის საერთაშორისო შეჯიბრი (CEEMC); Willem C. Vis Moot - საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის კონკურსი, სამართლის სკოლების მედიაციის საერთაშორისო კონკურსი INADR – Law School Mediation Competition of International Academy of Alternative Dispute Resolution და სხვ.

მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა კომერციული მედიაციის განვითარება საქართველოში. ანა არის კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ის დირექტორი. არის ეთიკის კომისიის არაადვოკატი წევრი 2021 წლის 11 დეკემბრიდან. 2021 წელს ის არჩეულ იქნა მეორე ვადით. გარდა მშობლიური ენისა, ანა თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
 
უკან