ამჟამად სს სილქნეტის უფროსი იურისტი; თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი.
პროფესიით იურისტი ფლობს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი, უნგრეთი) პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის დიპლომს; ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრის დიპლომს. 2013 წლიდან - დღემდე ირაკლი არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი.
მისი სამედიაციო პრაქტიკა მოიცავს: ყველა სახის სამოქალაქო (მათ შორის სახელშეკრულებო) და სამეწარმეო დავებს.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2015 წლიდან - დღემდე არის სს „სილქნეტის“ (შერწყმამდე შპს „ჯეოსელი“) უფროსი იურისტი; 2009 – 2015 წწ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, მოსამართლე; 2005 – 2009 წწ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე; 1999 – 2005 წწ. კს „ოქრუაშვილი და პარტნიორები“, იურიდიული ფირმა, ადვოკატი.