საქართველოს მედიატორთა ასოციაციის რეესტრის ტრენერი 2022 წლიდან, კონფლიქტის ანალიზისა და მართვის სპეციალისტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტების ანალიზისა და მართვის დოქტორანტი; 2009-2011 წწ. მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტების ანალიზისა და მართვის მაგისტრის ხარისხი.
ქეთევან ვასაძე 2010 წლიდან - დღემდე ეწევა სამეცნიერო - პედაგოგიურ საქმიანობას.არის ქართულ- ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) მოწვეული ლექტორი; პარალელურად მოწვევით ატარებს სოციალური უნარების მიმართულებით ტრენინგებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს
გარეთ.
გარეთ.
რაც შეეხება მის პროფესიული გამოცდილებას: 2010 წლიდან ატარებს ტრენინგებს ა/ო ,,კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული ცენტრში“ და არის ამავე ორგანიზაციის დამფუძვნებელი;2011 წლიდან - 2017 წლამდე თანამშრომლობდა ბერგჰოფის ფონდის მშვიდობის მშენებლობის ინსტიტუტთან (BerghofPeaceSupport), კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრთან(ICCN) და IKV PAKS - თან.2012 წლიდან დღემდე არის აკ. ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა – მათემატიკის 42 – ე საჯარო სკოლის მოწვეული ტრენერი;2013- 2015 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2016 წელს მოწვეული ტრენერის რანგში თანამშრომლობდა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან; იყო ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ანალიტიკოსი;
მოწვეული ტრენერის სტატუსით თანამშრომლობდა სხვადასხვა ორგანიზაციებთან: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი ( GCSD),აითი- ნოლიჯი( IT-Knowledge), Internews Kid’s Cross roads Summer Media Camp, ბერგჰოფის ფონდის მშვიდობის მშენებლობის ინსტიტუტი (BerghofPeaceSupport), გერმანული ორგანიზაცია Childfund - ისა და უკრაინული ორგანიზაცია Regional Development Office - ი და სხვა
2017 წლიდან - ირიცხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მედიატორთა ერთიანი რეესტრის კოლექტიური შრომითი დავების მედიატორად;
გავლილი აქვს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტრენინგ- კურსები: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდი ( GFSIS); საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ტრენერთა ტრენინგი; Polis 180; Idea of Change (IfC); IDP Women Association ‘’Consent”; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია/ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO); ICPI( International Center for Peace and Integration); ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიო უნივერსიტეტი /CTAR – Centre for Trauma, Asylumand Refugee, University of Essex; ბერგჰოფის ფონდის მშვიდობის მშენებლობის ინსტიტუტი (Berghof Peace Support Tubingen Office); სახალხო უნივერსიტეტების გერმანული ასოციაცია( dvv internatina) და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო( HSB); გაეროს ქალთა ორგანიზაცია - EU WOMEN; ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრი(CEIS) და ევროპული უსაფრთხოების კვლევის ცენტრი(CESS).
ქეთევან ვასაძე არის სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე, პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი.