ENG

ტრენერი

სოფიო ტყემალაძე

ამჟამად „RESOLVE”- ის დამფუძნებელი; აზიის განვითარების ბანკის OSPF (სპეციალური ფასილიტატორის ოფისის) კონსულტანტი; EU/UNDP-ს ექსპერტი არბიტრაჟის და მედიაციის მიმართულებით; საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე; ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ლექტორი.

პროფესიით იურისტი ფლობს ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის მაგისტრის დიპლომს საჯარო მმართველობაში; ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი, უნგრეთი) მაგისტრის დიპლომს საერთაშორისო ბიზნეს სამართალში; ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტის დიპლომს.

2016 წლიდან სოფიოს არის ჰარვარდის მედიაციის პროგრამის სერტიფიცრებული მედიატორი. 2016 წელს მიღებული აქვს აშშ - ს მშვიდობის ინსტიტუტის სერტიფიკატი მედიაციაში. 2017 მიღებული აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სერტიფიკატი შრომითი დავების მედიაციაში; 2012 წელს გავლილი აქვს დავების გადაწყვეტის ეფექტიანი ცენტრის (CEDR) ტრენინგი I და II მედიაციაში (დამკვირვებელი); 2017 წლიდან - დღემდე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის მედიატორი; 2016 წლიდან - დღემდე - აზიის განვითარების ბანკის მედიატორი და ფასილიტატორი (დავები ზეგავლენის ქვეშ მოქცეული პირების კომპენსაციის, განსახლების, უსაფრთხოების, გარემოსდაცვასა და სხვა საკითხებზე); 2016 წლიდან - მედიატორი ქუინსისა და ჩელსის სასამართლოებში (ბოსტონი, აშშ); 2017 წლიდან - დღემდე - შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მედიატორი;

სოფიოს სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: ვალდებულებითი/კომერციული/ სამშენებლო, გარემოსდაცვითი, განსახლების, შრომითი დავები.

რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2020 წლიდან - დღემდე, RESOLVE დამფუძნებელი; 2016 წლიდან - დღემდე აზიის განვითარების ბანკის OSPF (სპეციალური ფასილიტატორის ოფისის) კონსულტანტი; 2016 წლიდან - დღემდე, EU/UNDP-ს ექსპერტი არბიტრაჟის და მედიაციის მიმართულებით; 2017 წლიდან - დღემდე, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე; 2013 წლიდან - დღემდე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ლექტორი; 2011 – 2015 წწ. USAID-ის მიერ დაფინანსებული EWMI-JILEP-ის პროექტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მიმართულების ხელმძღვანელი; 2005 – 2011 წწ. CBS Consulting International - ის იურიდიული და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.
უკან