ENG

ტრენერი

ვეკო დოდაშვილი

ამჟამად Foresight Investment Group - ის მმართველი დირექტორი სამართლებრივი და კორპორაციული საკითხების მიმართულებით.

პროფესიით იურისტი ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო სამართლის მაგისტრის დიპლომს და სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომს;  ასევე ვილნიუსის ევროპისა და საერთაშორისო სამართლის დიპლომს. 2019 წლიდან ვეკოს გავლილი აქვს   თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ ჩატარებული 56 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგი. სტატუსით არის  აკრედიტებული მედიატორი თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ვეკოს სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: ვალდებულებითი, საოჯახო, სამემკვიდრეო და შრომითი დავები.

რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2018 წლიდან - დღემდე არის ,,Foresight Investment Group“ - ის - მმართველი დირექტორი სამართლებრივი და კორპორაციული საკითხების მიმართულებით; 2017 წ  - საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი - ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში; 2015 წლიდან - დღემდე - ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ღია უნივერსიტეტი - მოწვეული ლექტორი, ასისტენტი; 2016 წ - ეკონომიკური საბჭოს აპარატი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - იურიდიული მრჩეველი; 2013 - 2014 წწ – Dechert LLP, შპს „დეკერტ ჯორჯია“ - სამართლებრივი ასისტენტი;  2011 - 2014 წწ - DAAD და პოსტსდამის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა „კონფლიქტის გადაჭრა და მედიაცია“ - მონაწილე და ფასილიტატორი (120 საათიანი ტრენინგი);  პროგრამის ფასილიტატორი მედიაციის მიმართულებით (თბილისი, ერევანი, 2012-2014 წწ).
უკან