GEO

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, მედიაციის ეთიკის პირველი ტრენინგ კურსი გამართა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით,
მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა.
მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა
ტრენინგ პროგრამის საფუძველზე მოქმედი მედიატორებისთვის ჩატარდა მედიაციის ეთიკის პირველი ტრენინგ კურსი, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და ამავე ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მედიატორი, თსუ-ს ასოცირებული პროფ. ნათია ჩიტაშვილი.
ტრენინგ კურსის ფარგლებში, მედიატორთა პროფესიული ქცევის სტანდარტების ჭრილში განზოგადებულ იქნა ქართული სამედიაციო პრაქტიკა, განხილულ იქნა ეთიკის მნიშვნელობა მედიაციის პროფესიად ფორმირებაში, წარმოჩინდა მედიატორის ეთიკის სტანდარტების პროცესუალური შინაარსი და გაზიარდა მედიატორთა მიერ ეთიკური დილემების მართვის სტრატეგიები და რეკომენდაციები.
მედიაციის ეთიკის განგრძობადი პროფესიული განათლების კურსი სავალდებულოა ყველა მოქმედი მედიატორისთვის, რაც ემსახურება მედიაციის ეთიკური მდგრადობისა და სანდოობის გაძლიერებას, პროფესიული ქცევის სტანდარტების ერთგვაროვან დამკვიდრებას და კეთილსინდისიერ რეალიზებას სასამართლო და კერძო მედიაციაში.

Back

_Video Gallery

Other news

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი , ბათუმის სასამართლო მედიაციის ცენტს ესტუმრა

ირაკლი ყანდაშვილმა, ახალ მედიატორებს პროფესიაში შემოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა, ასოციაციის თავმჯდომარემ მედიატორებს მოწმობები და სამკერდე ნიშნები გადასცა. შეხვედრას სასამართლო მედიაციის ცენტრის კოორდინატორი და მედიატიორები ესწრებოდნენ.

შეხვედრა მარნეულში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან - „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა მარნეულში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

ტრენინგი -„კომპლექსური და მრავალმხრივი მოლაპარაკება

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით-„კომპლექსური და მრავალმხრივი მოლაპარაკება“, რომელიც განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში გაიმართა