ENG

ესეების კონკურსში მონაწილე გამარჯვებული სტუდენტების დააჯილდოვება

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსში მონაწილე გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა.

ესეების კონკურსის თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინეს საინტერესო და განსხვავებული მოსაზრებები საკონკურსო თემაზე: „მედიაციის შედარებითი უპირატესობა დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმებთან“.
კონკურსში გამარჯვებულებს გარდა სერტიფიკატებისა გადაეცათ წიგნები მედიაციის შესახებ და ამასთანავე მიმდინარე წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ ორ თვიანი სტაჟირება გაიარონ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში“.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობასთან აქტიური თანამშრომლობა. ასოციაცია მზად არის დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მედიაციით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
უკან
სხვა სიახლეები

შეხვედრა „სცადე მედიაცია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა