ENG

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ”, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერმა, ლევან ასათიანმა.

მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა მედიაციის, როგორც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ფორმის, მნიშვნელობაზე, მის უპირატესობებზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადვოკატთა როლზე მედიაციის პროცესში.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა აქტიური დისკუსია მედიაციის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება