საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.
შეხვედრა გახსნა და მოდერირება გაუწია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს სასამართლო და კერძო მედიაციის პრაქტიკაში არსებულ აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებზე. მედიატორებმა ერთმანეთს გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება, განიხილეს არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების გზები, მედიაციის ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობები, ასევე ის ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს მედიაციის სფეროს მდგრად განვითარებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას.
შეხვედრამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პროფესიული თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა მედიაციის განვითარების პროცესში.
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ძლიერი პროფესიული საზოგადოება, უწყვეტი დიალოგი და გამოცდილების გაზიარება მედიაციის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ერთად ვაძლიერებთ მედიაციის კულტურას საქართველოში