ENG

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

გზამკვლევის მიზანია, მკაფიო, სისტემური და პრაქტიკულად გამოსაყენებელი ფორმით მიაწოდოს მკითხველს ინფორმაცია მედიაციის არსის, პრინციპების, პროცესის ეტაპების, მონაწილეთა როლებისა და მორიგების სამართლებრივი შედეგების შესახებ.

გზამკვლევი ხელს უწყობს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ეფექტიანი, ნებაყოფლობითი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული მექანიზმის, უკეთ გააზრებასა და პრაქტიკაში გამოყენებას.

გზამკვლევი შექმნილია როგორც მედიაციის მომხმარებლებისთვის, ისე პროფესიონალებისთვის მედიატორებისთვის, ადვოკატებისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებისთვის. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მედიაციის ეფექტიან გამოყენებას ინფორმირებული, უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების საფუძველზე.

გზამკვლევში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასამართლო მედიაციას, ასევე ისეთ მგრძნობიარე საკითხებს, როგორიცაა საოჯახო მედიაცია, ქალთა და ბავშვთა უფლებები და ძალადობის ნიშნებზე სათანადო რეაგირება.

გზამკვლევი მიზნად ისახავს მედიაციის შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და მისი პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობას

იხილეთ გზამკვლევი მითითებულ ბმულზე
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე