ENG

მედიაციის ცენტრის გახსნა

სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ” ირაკლი ყანდაშვილმა და თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა მედიაციის დღისადმი მიძღნილი კვირეულის ფარგლებში საზეიმო ვითარებაში სიმბოლური ლენტის გაჭრით გახსნეს მედიაციის ცენტრი. სასამართლოში მოწყობილი კომფორტული სამედიაციო სივრცე ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით. საქართველოს მედიატორთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ულოცავს თითოეულ მედიატორს პროფესიულ დღეს და უსურვებს წარმატებას მათ საქმიანობაში.
უკან
სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება