ENG

მედიაციის პრაქტიკის გამოცდილების ანალიზი მეზობელ ქვეყნებში: საქართველოს მაგალითი

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, უზბეკეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მოწვევით შეხვედრა გამართა უზბეკეთის იურიდიული პროფესიის წარმომადგნელებთან თემაზე - მედიაციის პრაქტიკის გამოცდილების ანალიზი მეზობელ ქვეყნებში: საქართველოს მაგალითი.

შეხვედრაზე უზბეკეთის რესპუბლიკის იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს ირაკლი ყანდაშვილმა გააცნო მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვისა და გამოყენების საქართველოში არსებული გამოცდილება.

შეხვედრაზე ასევე გაზიარებულ იქნა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საქმიანობის და იმ წარმატებების შესახებ, რაც ასოციაციამ კანონის მიღებიდან დღემდე განვლო განვითარების გზაზე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკამ აშკარად ცხადყო არსებული დავების მედაციის გზით გადაწყეტის ეფექტიანობა და სწორედ ამიტომ ასოციაცია მზად არის განაგრძოს აქტიური საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს მედიაციის განვითარებას რეგიონში.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია