ENG

მედიაციის/მედიატორის ტრენერთა ტრენინგი (TOT)

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია აცხადებს დაინტერესებულ პირთა განაცხადების მიღებას მედიაციის/მედიატორის  ტრენერთა ტრენინგზე. ინიციატივის მხარდამჭერია USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა. ტრენინგი შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, გაიღრმაონ ცოდნა და გახდნენ მედიაციის სერტიფიცირებული ტრენერები.

დაინტერესების შემთხვევაში რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად  ეწვიეთ  ბმულს
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია