ENG

მორიგი სასამართლო მედიაცია დისტანციურ რეჟიმში

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ოფისში, დისტანციურად გაიმართა მორიგი სასამართლო მედიაციის პროცესი. სამედიაციო პროცესი ჩაატარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორმა ირაკლი ადეიშვილმა.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ოფისი ტექნიკურად აღიჭურვა USAID/PROLoG - ის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის მხარდაჭერით. ასოციაციაში, მედიაციის სესიების ჩასატარებლად და ინდივიდუალური შეხვედრებისთვის მოეწყო კომფორტული სივრცეები.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ გამოთქვამს მზაობას, უმასპინძლოს სასამართლო და კერძო მედიაციის პროცესებს.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია