ENG

ონლაინ შეხვედრა: მედიაცია - დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი საქართველოში

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელისა და USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით გაიმართა ონლაინ შეხვედრა: მედიაცია - დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი საქართველოში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ახალციხის, ბათუმის, გორის, ქუთაისის, მარნეულის, ოზურგეთის, რუსთავის, საგარეჯოს, თელავისა და ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოფისების წარმომადგენლებმა.

შეხვედრა გახსნა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინა ხატისკაცმა, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG) - ის წარმომადგენელმა ირინა ლორთქიფანიძემ.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორებმა ირაკლი ადეიშვილმა და ნათია ჩიტაშვილმა ისაუბრეს სასამართლო და არასასამართლო მედიაციის წარმატებულ შემთხვევებზე. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
უკან
სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ უმასპინძლა გრიგოლ რობაქიძის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს,

პროფესიული გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრას უმასპინძლა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილმა.

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერი - ივანე ჩიტაშვილი მიესალმნენ.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ”, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.