ENG

პრო ბონო პროექტი - საოჯახო მედიაციის კატეგორიას დაქვემდებარებული დავები

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ.

2021 წლის 1 მარტს „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ იწყებს პრო ბონო პროექტის განხორციელებას, რომლის მიზანია საოჯახო მედიაციის კატეგორიას დაქვემდებარებული დავების მოგვარება მედიაციის გზით.

სტატისტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ, სხვადასხვა სფეროში გაზარდა სამართლებრივი დავების რიცხვი, მათ შორის საოჯახო სამართლის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი პროექტი ხელს შეუყწობს, მედიატორების მიერ, მხარეებს შორის არსებული დავების სწრაფ და მშვიდობიან მოგვარებას.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის უფლება გააჩნიათ საოჯახო დავის მონაწილე ყველა პირს, რომელთაც სურთ მედიაციის გზით დავის შეთანხმებით დასრულება.

პროექტი განხორციელდება პრო ბონო პროექტში ჩართული მედიატორების მხარდაჭერით, რომლებიც უზრუნველყოფენ კვალიფიციურ და უფასო სამედიაციო მომსახურებას.
დაინტერესებულმა პირ(ებ)მა მოგვამერთეთ:info@mediators.ge 0322 2 905 900.

პრო ბონო პროექტი სრულიად მხარდაჭრილია „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ. პროექტი გაგრძელდება 30 მაისამდე.
უკან
სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.