ENG

რეგიონული კონფერენცია - Making Global Goals Local Business – Georgia

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პარტნიორი ორგანიზაციის გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა ორგანიზებით, 25-26 მარტს გაიმართება რეგიონული კონფერენცია - Making Global Goals Local Business – Georgia.

ღონისძიება ჩატარდება ონლაინ ფორმატში და მიეძღვნება ისეთი საკითხების განხილვას, როგორიც არის მწვანე ეკონომიკა, ინოვაციები, მწვანე დაფინანსება და პარტნიორობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად.

ღონისძიებაში წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები შემდეგი ხუთი ქვეყნიდან: საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, თურქეთი და ბელარუსი. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოს, ბიზნეს სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება იმართება შვედეთის მთავრობის, IFC-სა და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს SECO-ს მხარდაჭერით.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ რეგისტრაციის ბმული.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია