ENG

ტრენინგი - საუკეთესო ამერიკული პრაქტიკის გაზიარება ქართველი მედიატორებისათვის

ღონისძიება გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა ტრენინგში მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა.

ორ დღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ საერთაშორისო პრაქტიკასა და ჰავაის შტატის მოსამართლეების გამოცდილებას მედიაციაში არსებული გამოწვევებისა და სიახლეების შესახებ.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებს ღონისძიებაში მონაწილეობა ჩაეთვლებათ განგრძობადი პროფესიული განვითარების სავალდებულო კრედიტებში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია