ENG

ვებინარი თემაზე - „მედიაციის პრაქტიკული უპირატესობა შრომითი დავის კონტექსტში“

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“, HR პროფესიონალთა ასოციაციის ორგანიზებით და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მხარდაჭერით გაიმართა ვებინარი თემაზე - „მედიაციის პრაქტიკული უპირატესობა შრომითი დავის კონტექსტში“.

ღონისძიება გახსნა: „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშილმა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენელმა - ლანა ჩხარტიშვილმა.

ვებინარს უძღვებოდნენ:
ნათია ჩიტაშვილი - "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მედიატორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ირაკლი ადეიშვილი - "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" მედიატორი.
ღონისძიება მხარდაჭერილი იყო შვედეთის მთავრობის მიერ.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია