ENG

12 დეკემბერი, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების და მედიაციის განვითარების პროექტის“ ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა მოსამართლეებთან .

მედიაციის კვირეულის ფარგლებში „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის „მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის” მხარდაჭერით, მოსამართლეებთან გამართა მრგვალი მაგიდის ფორმატში სამუშაო შეხვედრა .

ღონისძიება გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მიმართულებით მრჩეველმა - სოფიო ტყემალაძემ.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა და ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებმა. შეხვედრაზე ასევე მოწვეული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი.

სამუშაო შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს,სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წაქაძემ და მოწვეულმა მოსამართლეებმა ვიოლეტა ფორჩხიძემ, თინა ვაშაყმაძემ, ეკატერინე ელიაძემ, უჩა თოდუამ და სალომე გველესიანმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხებოდა სამედიაციო მორიგების აღსრულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს; სამედიაციო პროცესის მიზნებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხის შემდგომი რეგულირების პერსპექტივებს და ეთიკური სახდელის გასაჩივრების პროცესუალურ რეგულირებას.

შეხვედრა დასრულდა შემაჯამებელი დისკუსიით და დაიგეგმა მედიაციის კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით ისეთი ქმედითი ნაბიჯების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებას.
 
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ უმასპინძლა გრიგოლ რობაქიძის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს,

პროფესიული გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრას უმასპინძლა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილმა.

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერი - ივანე ჩიტაშვილი მიესალმნენ.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ”, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.