ENG

2020 წლის 27 ოქტომბერს, ,, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ" უმასპინძლა კომპანია „ბადაგონს”

2020 წლის 27 ოქტომბერს, ,, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ" უმასპინძლა კომპანია „ბადაგონს”.
კომპანია „ბადაგონმა”, COVID-19 -ის პრევენციის მიზნით, ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციას" უსასყიდლოდ გადასცა სადეზინფექციო ხსნარები.
აღნიშნული სადეზინფექციო ხსნარები წარმოებულია საქართველოში და სრულად შეესაბამება ამერიკის ,,საკვებისა და ადმინისტრაციის” მიერ შემუშავებულ სტანდარტებს.
,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე", ირაკლი ყანდაშვილი, კომპანია  „ბადაგონს“ მადლობას უხდის, მედიაციის პროცესში მონაწილე მხარებიის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისათვის.
 კომპანია ბადაგონის წარმომადგენელმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ასოციაციასთან, მედიაციის დანერგვასა და მის ინსტიტუციურ განვითარებაში ხელშეწყობის მიზნით.
უკან
სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ უმასპინძლა გრიგოლ რობაქიძის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს,

პროფესიული გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრას უმასპინძლა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილმა.

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერი - ივანე ჩიტაშვილი მიესალმნენ.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ”, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.