ENG

2021 წლის 18 დეკემბერს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მორიგი საერთო კრება გაიმართა

საერთო კრებაზე, ასოციციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა მოქმედ მედიატორებს მედიატორთა ასოციაციის საქმიანობის ერთ წლიანი ანგარიში წარუდგინა. კრებაზე განხილულ იქნა ასოციაციის წესდებაში და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულებაში შესატანი ცვლილებები, რომელსაც მხარი დაუჭირეს კრებაზე დამსწრე წევრებმა.  2021 წლის 18 დეკემბრის საერთო კრების გადაწყვეტილებით, სერტიფიცირების პროგრამის დებულების ახალი რედაქციით კიდევ უფრო გამარტივდა, უცხოელ მედიატორთა მხრიდან საქართველოში მედიაციის განხორციელების შესაძლებლობა. კრებაში მონაწილე მედიატორებმა ასევე განიხილეს და დაამტკიცეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ განგრძობადი პროფესიული განვითარების დებულება, რომელიც ამოქმედდება 2022 წლის 1 იანვრიდან.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია