ENG

2022 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყება მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია.

გაცნობებთ, რომ 2022 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყება მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. პროგრამაზე რეგისტრაცია გაგრძელდება 2022 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

პროგრამაზე რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად შესაბამისი განაცხადის ფორმის შევსებით რომელიც განთავსებულია ასოციაციის ვებ-გვერდზე www.mediators.ge
 
აღნიშნული რეგისტრაციის ფორმა გააქტიურდება 2022 წლის 25 სექტემბრიდან. გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სერტიფიცირების პროგრამის თანახმად, მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნებისათვის თითოეულ ნაკადზე მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 200 მონაწილით, რომელთა რეგისტაცია ხორციელდება პირველადი რეგისტრაციის (first come, first served) პრინციპის საფუძველზე. პირი, რომელიც ვერ დარეგისტრირდება მიმდინარე ნაკადზე, პრაქტიკულ უნარ ჩვევებში შემოწმების ეტაპზე რეგისტრაციის გავლა მოუწევს მომდევნო ნაკადის ფარგლებში.

მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლია იხილოთ სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულებაში
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

საერთაშორისო მედიაციის კონფერენცია „მედიატორის სავალდებულო კონსულტაცია და სავალდებულო მედიაცია: როგორ მუშაობს ის სხვა ქვეყნებში?“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მონაწილეობა მიიღო ლატვიის სერტიფიცირებული მედიატორების საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მედიაციის კონფერენციაში „მედიატორის სავალდებულო კონსულტაცია და სავალდებულო მედიაცია: როგორ მუშაობს ის სხვა ქვეყნებში?“

ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია", ახალციხეში

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ახალციხეში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია"

გასვლითი სამუშაო შეხვედრა სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“ ფარგლებში, გამართა გასვლითი სამუშაო შეხვედრა სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორებთან.