ENG

2023 წლის 28 აპრილიდან დაიწყება მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია

გაცნობებთ, რომ 2023 წლის 28 აპრილიდან დაიწყება მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. პროგრამაზე რეგისტრაცია გაგრძელდება 2023 წლის 20 მაისის ჩათვლით.
პროგრამაზე რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად შესაბამისი განაცხადის ფორმის შევსებით, რომელიც განთავსებულია ასოციაციის ვებ-გვერდზე www.mediators.ge
აღნიშნული რეგისტრაციის ფორმა გააქტიურდება 2023 წლის 28 აპრილიდან. გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სერტიფიცირების პროგრამის თანახმად, მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნებისათვის თითოეულ ნაკადზე მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 200 მონაწილით, რომელთა რეგისტაცია ხორციელდება პირველადი რეგისტრაციის (first come, first served) პრინციპის საფუძველზე. პირი, რომელიც ვერ დარეგისტრირდება მიმდინარე ნაკადზე, პრაქტიკულ უნარ ჩვევებში შემოწმების ეტაპზე რეგისტრაციის გავლა მოუწევს მომდევნო ნაკადის ფარგლებში.
მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლია იხილოთ სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულებაში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

საინფორმაციო ბიულეტენი

გაეცანით "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2023 წლის იანვარი - აპრილის აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციის, სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია მონაწილეობდნენ.

კონფერენცია - "შრომითი უფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“

სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - სოფიო დუღაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაზე - "შრომითი უფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, რომელიც გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრის და “შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის საქართველოში” ორგანიზებით.