ENG

2023 წლის 29 სექტემბრიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია.

გაცნობებთ, რომ 2023 წლის 29 სექტემბრიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. პროგრამაზე რეგისტრაცია გაგრძელდება 2023 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.

პროგრამაზე რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად შესაბამისი განაცხადის ფორმის შევსებით რომელიც განთავსებულია ასოციაციის ვებ-გვერდზე www.mediators.ge

აღნიშნული რეგისტრაციის ფორმა გააქტიურდა 2023 წლის 29 სექტემბრიდან. გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სერტიფიცირების პროგრამის თანახმად, მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნებისათვის თითოეულ ნაკადზე მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 200 მონაწილით, რომელთა რეგისტაცია ხორციელდება პირველადი რეგისტრაციის (first come, first served) პრინციპის საფუძველზე. პირი, რომელიც ვერ დარეგისტრირდება მიმდინარე ნაკადზე, პრაქტიკულ უნარ ჩვევებში შემოწმების ეტაპზე რეგისტრაციის გავლა მოუწევს მომდევნო ნაკადის ფარგლებში.

მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლია იხილოთ სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულებაში
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

შეხვედრა „სცადე მედიაცია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა