ENG

ახალციხის რაიონულ სასამართლოში მედიაციის ცენტრი გაიხსნა

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ და ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ანაიტ ოგანესიანმა გახსნეს.
სასამართლო მედიაციის ცენტრები მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას ემსახურება, სადაც მხარეები მედიაციის საშუალებით შეძლებენ სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება.
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მთელი საქართველოს მაშტაბით გეგმავს ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრების გახსნას, ცენტრების გამართულად ფუნქციონირება ქვეყანაში სოციალური მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.