ENG

დაიწყო მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის წესის თანახმად მეორე ეტაპზე რეგისტრირებულ პირთა შემოწმება

მედიატორის პროფესია ვითარდება „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრს დღითიდღე ემატება ახალი მედიატორები , რაც წინაპირობაა იმისა რომ კიდევ უფრო ფართოვდება მედიატორობის მსურველ პირთა წრე.
1 ივნისს, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ დაიწყო მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის წესის თანახმად მეორე ეტაპზე რეგისტრირებულ პირთა შემოწმება.
იმისათვის რომ, დაინტერესებული პირი გახდეს მედიატორის სტატუსის მქონე საჭიროა სამი საფეხურის გავლა.
1. მედიაციის ტრენინგი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 საათიან მოდულს;
2. მედიატორობის მსურველი პირის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების ეტაპი, რომელიც ხორციელდება ყოველწიურად ორ ნაკადად წელიწადში ორჯერ და მას ახორციელებს „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“.
3. რეალური მედიაციის გაძღოლის უნარ-ჩვევების განვითარება, სადაც მონაწილეები შეძლებენ დაესწრონ რეალურ მედიაციას მოქმედ მედიატორთან ერთად, რომელიც ჩართულია სასამრთლო მედიაციის პროგრამაში.
„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ულოცავს თითოეულ მონაწილეს მეორე ეტაპზე წარმატებით გადასვლას, უსურვებს მომდევნო ეტაპის წარმატებით გავლას და პროფესიაში შემოსვლას.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია