ENG

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 30 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 30 ივნისის 17:00 საათამდე

გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სერტიფიცირების პროგრამის თანახმად, მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნებისათვის თითოეულ ნაკადზე მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 200 მონაწილით, რომელთა რეგისტაცია ხორციელდება პირველადი რეგისტრაციის (first come, first served) პრინციპის საფუძველზე. პირი, რომელიც ვერ დარეგისტრირდება მიმდინარე ნაკადზე, პრაქტიკულ უნარ ჩვევებში შემოწმების ეტაპს გაივლის მომდევნო ნაკადის ფარგლებში.

პროგრამაზე რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად შესაბამისი განაცხადის ფორმის შევსებით რომელიც განთავსებულია ასოციაციის ვებ-გვერდზე https://mediators.ge/ka/application

პროგრამის გავლის მსურველმა პირმა განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

(ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
(ბ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მედიაციის/მედიატორის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
(გ) ბიოგრაფია (CV);
(დ) პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების საფასურის გადახდის ქვითარი

პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების საფასურად განისაზღვრა 250 ლარი.
გთხოვთ, საფასური გადაიხადოთ შემდეგ ანგარიშზე - (GE89BG0000000498819089
ბანკის კოდი: BAGAGE22), დანიშნულებაში მიუთითეთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების საფასური.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ”, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მედიაცია გლობალურ აკადემიურ კონტექსტში — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს უმასპინძლა

2024 წლის 24 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო პრაქტიკული სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელიც მიძღვნილი იყო მედიაციის თემატიკას. ღონისძიება ორგანიზებული იყო უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით და გაიმართა საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან ახორციელებს მედიაციის პოპულარიზაციას, პროფესიული სტანდარტების ამაღლებასა და მომავალი თაობების მხარდაჭერას.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა გრუნის პროფესორის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის - ირაკლი ყანდაშვილის, სახელობის 2025 წლის სტიპენდიანტების გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონია.