ENG

დღეიდან სსიპ “ საქართველოს მედიატორთა ასოციაცის“ ყველა მედიატორი, მზად არის კვალიფიციურად წარმართონ ყველა ის სამედიაციო პროცესი, რომელიც ეხება ბავშვთა უფლებებს.

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის“მნიშვნელოვანია უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე საზოგადოება ბავშვის აღზრდისა და ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში და შესაბამისად დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები. სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“დონორი ორგანიზაციის USAID PROLoG -ს მხარდაჭერით, 2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებულ “ბავშვთა უფლებათა კოდექსის” მოთხოვნათა შესაბამისად,უზრუნველყო ასოციაციის წევრი მედიატორების სრულად გადამზადება, რომლებიც სამედიაციო საქმიანობას ახორციელებენ ბავშთა უფლებებთან დაკავშირებლ საქმეებზე. აღნიშნული სპეციალიზირებული მედიატორების ჩართულობა სამედიაციო პროცესში, უზრუნველყოფს პროცესის დროს ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის გარეშე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, მათი ღირსების დაცვას, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას. ასოციაცია მუდმივად ზრუნავს და ხელს უწყობს ასოციაციის წევრ მედიატორებს პროფესიულ განვითარებაში. სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ულოცავს მედიატორებს რომლებსაც მიენიჭათ დამატებითი სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებში.

უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“