ENG

დისტანციური სასამართლო მედიაცია

19 თებერვალს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ოფისში, დისტანციურად გაიმართა მორიგი სასამართლო მედიაცია. სამედიაციო პროცესი ჩატარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორმა გვანცა ბაქრაძემ.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ გამოთქვამს მზაობას, უმასპინძლოს სასამართლო და კერძო მედიაციას.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ოფისი ტექნიკურად აღჭურვილი იქნა USAID/PROLoG - ის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის მხარდაჭერით. ასოციაციაში, მედიაციის სესიების ჩასატარებლად და ინდივიდუალური შეხვედრებისთვის მოეწყო კომფორტული სივრცეები.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია