ENG

დისტანიურ რეჟიმში გაიმართა საერთაშორისო ფორუმი „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები“.

6 ნოემბერს დისტანიურ რეჟიმში გაიმართა საერთაშორისო ფორუმი  „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები“.  ფორუმი მიეძღვნა უკრაინაში მიმდინარე მედიაციის რეფორმას, რომლის მიზანია „მედიაციის შესახებ“ კანონის მიღება.
ღონისძიებაზე მონაწილეობა  მიიღო საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, რომელმაც ფორუმის მონაწილეებს გააცნო „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ქართული მოდელი. მან ასევე ისაუბრა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ როლსა და მნიშვნელობაზე.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია