ENG

ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის მედიაციაში !

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ აცხადებს ესეების კონკურსს უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის თემაზე :
„მედიაციის შედარებითი უპირატესობა დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმებთან“.

კონკურსის მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება მედიაციის სფეროში.

საკონკურსო პროექტით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შესრულდეს საავტორო უფლებების, კვლევის ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების ნორმების დაცვით.

პირველ ეტაპზე მოხდება შემოსული ნამუშევრების შემდეგი ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით შეფასება:
• ესე უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე;
• ნამუშევრის მოცულობა უნდა შეადგენდეს 1500–2000 სიტყვას;
• ესე უნდა მომზადდეს PDF ფორმატში;
• ნამუშევარი უნდა მომზადდეს Sylfaen შრიფტით, ფონტის ზომა უნდა შეადგენდეს 11–ს;
• ნამუშევრები უნდა მოგვეწოდოს ელ-ფოსტის საშუალებით, წერილის საგანში უნდა მიეთითოს „ესეების კონკურსი“;

ნამუშევრებს, რომელბიც გაივლიან ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების ეტაპს, კონკურსის სპეციალური ჟიური შეაფასებს.

კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო ესეს ავტორები დაჯილდოვდებიან:
(გამარჯვებულებს გადაეცემათ წიგნები, მიეცემათ საშუალება გაიარონ ორ თვიანი უფასო სტაჟირება სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში; მიიღონ მონაწილეობა მათთვის უფასო ტრეინინგში მედიაციაში; შეხვდებიან მედიატორებს და მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრა და დისკუსიაში).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: ganacxadi@mediators.ge

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 28 თებერვლამდე!
გისურვებთ წარმატებებს!
                     
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია



უკან
სხვა სიახლეები

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ და "სოლიდარობის ცენტრი, საქართველო" -ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ” - ირაკლი ყანდაშვილმა და “სოლიდარობის ცენტრი,საქართველო”-ს დირექტორმა ბატონ ტრისტან მასატმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკთან.

2022 წლის 18 დეკემბერს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მორიგი საერთო კრება

2022 წლის 18 დეკემბერს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთო კრება