ENG

ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის მედიაციაში!

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ აცხადებს ესეების კონკურსს უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის თემაზე :
„მედიაციის შედარებითი უპირატესობა დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმებთან“.
 
კონკურსის მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება მედიაციის სფეროში.
 
საკონკურსო პროექტით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შესრულდეს საავტორო უფლებების, კვლევის ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების ნორმების დაცვით.
 
პირველ ეტაპზე მოხდება შემოსული ნამუშევრების შემდეგი ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით შეფასება:

• ესე უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე;
• ნამუშევრის მოცულობა უნდა შეადგენდეს 1500–2000 სიტყვას;
• ესე უნდა მომზადდეს PDF ფორმატში;
• ნამუშევარი უნდა მომზადდეს Sylfaen შრიფტით, ფონტის ზომა უნდა
  შეადგენდეს 11–ს;
• ნამუშევრები უნდა მოგვეწოდოს ელ-ფოსტის საშუალებით, წერილის საგანში უნდა მიეთითოს „ესეების კონკურსი“;
 
ნამუშევრებს, რომელბიც გაივლიან ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების ეტაპს, კონკურსის სპეციალური ჟიური შეაფასებს.
 
კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო ესეს ავტორები დაჯილდოვდებიან:
(გამარჯვებულებს გადაეცემათ წიგნები, მიეცემათ საშუალება გაიარონ ორ თვიანი უფასო სტაჟირება სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში; მიიღონ მონაწილეობა მათთვის უფასო ტრეინინგში მედიაციაში; შეხვდებიან მედიატორებს და მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრა და დისკუსიაში).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: ganacxadi@mediators.ge
 
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 31 ოქტომბრამდე!
გისურვებთ წარმატებებს!
უკან
სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.