ENG

ეთიკის კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა და დისციპლინური წარმოების რეკომენდაციების განხილვა

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, გაიმართა ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის წევრების გასვლითი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრა გახსნეს ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ სოფიო დუღაშვილმა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა ქეთევან ურიდიამ.
შეხევდრაზე განხილულ იქნა ადგილობრივი ექსპერტის - თამარ ხუბულურის მიერ სპეციალურად ეთიკის კომისიისათვის შემუშავებული მედიატორთა დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და რეკომენდაციები. 
,,საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მადლობას უხდის ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამას მხარდაჭერისა და ეფექტური თანამშრომლობისათვის.

უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია