ENG

ეთიკის კომისიის წევრების პირველი სხდომა გაიმართა

ეთიკის კომისიის წევრების პირველი სხდომა გაიმართა.
 
მედიატორთა დისციპლინური საქმისწარმოების დებულების მოთხოვნათა შესაბამისად კომისიის თავმჯდომარემ სოფიო დუღაშვილმა მოახდინა 3 დისციპლინური კოლეგიის წევრთა შემადგენლობის ფორმირება და მათი თავმჯდომარეების განსაზღვრა.

დისციპლინურ კოლეგიებს უხელმძღვანელებენ ეთიკის კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან ერთად მედიატორები ირაკლი ადეიშვილი და მარინე ნიქაბაძე.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ახლად დაკომპლექტებული დისციპლინური კოლეგიის წევრებს.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია