ENG

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მიესალმა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ იმნაიშვილი და UNDP-ის „კანონის უზენაესობის“ პროექტის ოფიცერი გულისა კახნიაშვილი.

ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მედიატორი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი ნათია ჩიტაშვილი.

ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა მედიატორთა პროფესიული ქცევის ეთიკური სტანდარტები, ქართული სამედიაციო პრაქტიკა და ეთიკური დილემების მართვის პრაქტიკული მიდგომები. მონაწილეებმა იმუშავეს ჯგუფურად და იმსჯელეს რეალურ კაზუსებზე.

მედიაციის ეთიკის ტრენინგის გავლა სავალდებულოა ყველა მოქმედი მედიატორისთვის და ემსახურება მედიაციის სანდოობისა და ეთიკური მდგრადობის გაძლიერებას.

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია