ENG

ევროპის საბჭოს პროექტის „მედიაციის ხელშეწყობა აზერბაიჯანში“ ფარგლებში გამართული ღონისძიება

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს პროექტის „მედიაციის ხელშეწყობა აზერბაიჯანში“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში.

ღონისძიება ეხებოდა აზერბაიჯანში მედიაციის სწავლების ჩარჩოს გაუმჯობესებას.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ თურქეთიდან, პორტუგალიიდან , სლოვაკეთიდან მოწვეული ექსპერტები.

მონაწილეებმა იმსჯელეს მედიატორთა სასწავლო პროგრამების სტანდარტების დადგენის, მედიაციის ტრენერებისა და სასწავლო სუბიექტების აკრედიტაციის სისტემის შესახებ.

ირაკლი ყანდაშვილმა კოლეგებს და დამწრე საზოგადოებას გაუზიარა საქართველოში არსებული პრაქტიკა მედიაციის ტრენინგ ჩარჩოსი, ტრენერტთა ტრენინგის და ონლაინ ტრენინგების შესახებ. იმსჯელა ონლაინ ტრენინგების დადებით და უარყოფით მხარეებზე ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციიაში დანერგილ პრაქტიკაზე.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია