ENG

ფორუმი „ბიზნესისა და ადამიანის უფლებების“ შესახებ

მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციის და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა პირველი „ბიზნესისა და ადამიანის უფლებების“ ფორუმი, აღნიშნული ფორუმი მხარდაჭერილი იყო შვედეთის მთავრობის მიერ. ფორუმი გახსნეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და USAID საქართველოს წარმომადგენელმა ბევერლი ჰუვერმა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ასოციაციის დაარსებიდან 2 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესის, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ. ღონისძიების დასასრულს გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსიები რომელიც ფოკუსირებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ,პოლიტიკის დონეზე მიღებულ მექანიზმებზე,რომლებიც ახალისებს ბიზნეს სექტორში UNGP-ების დანერგვას და აგრეთვე ქვეყანაში არსებული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის ეფექტიანობაზე.
უკან
სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.